“ქართული ოცნების” დეპუტატ ქეთი ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს გული გაუცრუა, ნაცების ნარატივზე დაჯდა, კონსტიტუცია დაარღვია და რომ მეგონა ყველანაირი სითავხედე იკადრა, შეძლო და კიდევ ერთხელ გამაოცა
ქალბატონს, რომელსაც აღარც მორალური და აღარც სამართლებრივი უფლება აღარ აქვს იყოს პრეზიდენტი, ვიცით უკვე რომ ადამიანების ამოცნობა უჭირს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იშვიათად რომ შეხვდები ისეთი ღირსეული და კაცური კაცი, როგორიც გია ვოლსკია”– წერს ქეთი ჩარკვიანი.
