თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: პოლიტიკაში დიდი მომავალი რომ არ აქვთ, ბავშვისთვისაც ნათელია

760
წაკითხვა/ნახვა
mpn

ესენი ყოფილან ჩვეულებრივი ქეციანები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალებმა“ თქვენს, არ შევალთო – შედიან, ვერ დამიჭერთო – დაიჭირეს, არ გამოვალთო- გამოვიდნენ, არ შევალთო-შედიან, მოკლედ რომ დავსერიოზულდეთ, უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ცხოვრებაში, თორემ პოლიტიკაში რომ დიდი მომავალი არ აქვთ, ეს ბავშვისთვისაც ნათელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

კომენტარები
mpn
მოწონება