Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება

მარშალ პრესი 06/11/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

“შეთქმულების თეორიების შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანს, მაგრამ როცა რაღაც-რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, ცხადია კითხვები გიჩნდება. უკვე რამდენიმე დღეა, ყველა ვრწმუნდებით იმაში რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მოგვცენ, მიუხედავად აქაური თუ იქაური მავნებლების მცდელობისა რომ არ მიგვეღო ეს „ჯადოსნური“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ასევე ვხედავთ, რომ ჯერ ყველა მავნებელი შეეცადა თავისი წვლილი წარმოეჩინა ამ საქმეში, მერე კი ახალი რამ მოიგონეს თითქოს და აუცილებლად დათქმებითა და ახალი ვალდებულებებით მივიღებდით სტატუს.

ამ ყველაფრიდან რა გამოუვათ მავნებლებს ჯერ უცნობია (ალბათ არც არაფერი!), მაგრამ…რაღაც საეჭვოდ მაშველ რგოლად ისევ რუსეთი ევლინებათ, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი “საჩუქარი” გაუკეთეს
Next: დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.