Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართული სახელმწიფო უკრაინისთვის ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე მეტს აკეთებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ჩვენს ქვეყანაში ქაოსი და არეულობა შემოიტანოს

მარშალ პრესი 31/03/2022
გიორგი გამსახურდია

„დღეს ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ჩვენ გვიკიჟინებენ ე.წ. კლავიატურის მონები, „მილიტარისტები“, მათი ნაომარი არ გაიშვა, ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ, რატომ არ გახვიეს ქვეყანა ომში“, – განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედის დღესთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

„უკრაინის ფაქტორი რომ ავიღოთ – ქართული სახელმწიფო აკეთებს იმდენს, რამდენსაც ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს. თუნდაც, რასაც ვერ აკეთებს ვიქტორ ორბანი, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ სასათბურე პირობები შეუქმნა. ამასწინათ, ჩემი მეგობარი ნოე გააკრიტიკეს, Facebook-ი სავსე იყო მისდამი უსამართლო გამონათქვამებით. მშვიდობა და თავისუფლება ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს საკითხიც სხვა კუთხით წაიყვანეს. ყველანაირად უნდათ რუსულ სატელიტურ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც, ერთიანობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ეს ქაოსი და არეულობა ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Continue Reading

Previous: მჯერა, რომ მომავალი მართლაც ჩვენია და აუცილებლად ვიხილავთ გამთლიანებულ, ერთიან და ძლიერ საქართველოს – კახა კალაძე
Next: 2023 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის პროექტს ენერგეტიკული გაერთიანებაში წარვადგენთ – დავით სონღულაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025