Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დანაღმული სტატუსის” პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ “დე-მაიდანიზირებულ” გარემოში ჩაატაროს

მარშალ პრესი 06/11/2023
ქართველიშვილი

“ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ევროსამზარეულოდან” ამბების ძირითადმა გამომტანმა, ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის “დანაღმულ სტატუსს” მიიღებს, რომელიც შესასრულებლად შეუძლებელი დათქმებით იქნება დახუნძლული და ამიტომ საქართველოსთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება.

“როდესაც “ევროსამზარეულოდან” ამბის ძირითადი გამომტანი, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საუბრობს ნოემბერ-დეკემბერში საქართველოსთვის მისანიჭებელ “დანაღმულ სტატუსზე”, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ განვიხილავდით.

მსგავსად შარშანდელი 12-პუნქტიანი “ხაფანგისა”, წელსაც ანალოგიური რამ არის მოსალოდნელი, მაგრამ უკვე სტატუსის მინიჭების ფორმატში. რიკარდ იოზვიაკის აზრით, საუბარი შესაძლოა კვლავ შეეხოს “mission impossible” კატეგორიის ისეთ თემას, როგორიც არის “დეპოლარიზაცია”, ასევე სასამართლო რეფორმას, საგარეო პოლიტიკასა და არჩევნების ჩატარებას. მსგავსი ჩახლართული კომბინაციის შემთხვევაშიც კი, საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება.

ჩვენი სამშვიდობო და ეკონომიკური სტაბილურობის კურსი ქვეყნის წინსვლის მიზნით, არა მხოლოდ გრძელვადიანი მოლოდინის, არამედ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების მოკლევადიან პერიოდზეც უნდა იყოს გათვლილი. “დანაღმული სტატუსის” პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ “დე-მაიდანიზირებულ” გარემოში ჩაატაროს, თვალი ადევნოს ნაც-სექტანტების პოლიტიკურ სხეულზე კიდევ უფრო მზარდ “გვამის ლაქებს”, მათი რეალური, კონსტრუქციული და ეროვნული ოპოზიციური ძალებით თანდათანობითი ჩანაცვლების ფონზე. ასე რომ, ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: აღარ ვაპირებ, რომ გაგიტაროთ ენის ტლიკინი. იმდენს იზამთ, ფიზიკურად ამოგახევთ მაგ ბოროტ ენებს – ირმა ინაშვილი
Next: საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.