Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილმა პარტიის ერთ ნაწილს “ცივი წყალი გადაასხა”

მარშალ პრესი 05/11/2023
მიხეილ სააკაშვილი

მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. ჩემს გამოსვლაში მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ორი დღის წინ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას განმარტავს.

„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.

Post navigation

Previous: უფასო კვლევები სოფელ კურდღელაურში – მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ ფარული მოსყიდვები დაიწყო
Next: აღარ ვაპირებ, რომ გაგიტაროთ ენის ტლიკინი. იმდენს იზამთ, ფიზიკურად ამოგახევთ მაგ ბოროტ ენებს – ირმა ინაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.