Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილობა რომ გინდა და ეგეც არ გამოგდის – ზურაბ ქადაგიძე მერაბ მეტრეველზე

მარშალ პრესი 05/11/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ჩამორჩენილი იქნება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, მეტრეველი, იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს.

„ალეკო ელისაშვილობა რომ გინდა და ეგეც არ გამოგდის. უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენი ჩამორჩენაო… ოღონდ, რას ჩამოვრჩით და რა სარგებელი ნახა უკრაინამ და მოლდოვამ, მაგდენი აღარ იცის…

იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს. აბა, ევროკავშირში დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას არავინ მიიღებს, სულ ცოტა 2030 წლამდე და რა ჩამორჩენაზე საუბრობს? ასეთი პრიმიტივები, ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ზელენსკის თქმით, ისრალისა და ღაზის კონფლიქტს უკრაინის ომიდან ფოკუსი გადააქვს
Next: უფასო კვლევები სოფელ კურდღელაურში – მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ ფარული მოსყიდვები დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.