Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის” ერთობლივი გეგმა

მარშალ პრესი 03/11/2023
ქართველიშვილი

აშშ-ს კონგრესში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება შტატებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„გუშინ აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელთა ფრაქციის სახელით მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით მოთხოვნები გააჟღერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ გარსიამ. საუბარი შეეხო უკრაინის თემას და მასთან დაკავშირებით ქვეყნის მოქმედების შემდგომ სტრატეგიას. კერძოდ:

ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის” ერთობლივი გეგმა, რომელშიც უნდა იყოს ასახული: ზუსტი შეფასებები, საბოლოო მიზნები და ომის დასასრულის კრიტერიუმები და არა განცხადებები, რომ „ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”;

კონგრესს უნდა წარედგინოს რეგულარული ანგარიში ფრონტზე არსებული წარმატებებისა და შეიარაღების მიწოდების თაობაზე;

ქვეყნის პრეზიდენტისა და პენტაგონის შეფისაგან რესპუბლიკელები ითხოვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების თაობაზე განახლებული ინფორმაციის მოსმენას, ასევე მონაცემებს უკვე მიწოდებული შეიარაღების და ასევე იმ იარაღის შესაძლო მიწოდებაზე, რომელსაც შეუძლია გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო მოქმედებებში;

ასევე იმ ინფორმაციის მოწოდებას, რა მოხდება, თუკი შეწყდება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა და როგორ აისახება ეს პროცესი თვით ამერიკის ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე, ასევე ისრაელისა და ტაივანის მიმართ არსებული ანალოგიური ვალდებულებების გათვალისწინებით;

ამერიკის ხაზინამ და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს მოხსენება, თუ რა დონის ზიანი მიადგა რუსეთს საერთაშორისო სანქციების ფონზე და ხომ არ უნდა გაფართოვდეს სასანქციო სია ნავთობისა და მარცვლეულის სახით;

რამდენად რეალისტურად მიაჩნია ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: იმედია, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე არ წაუცდება ხელი იმ მოლოდინით, რომ ამის გამო კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მას მიაწერენ
Next: ევროპელი პარტნიორების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ალბათ მათაც მოსწყინდათ რადიკალური ოპოზიციის მიუღებელი რიტორიკა და მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან სჯობს კარგი ურთიერთობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.