Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა – გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

მარშალ პრესი 03/11/2023
გია ცეცხლაძე

გიორგი გახარიას პარტის ტოვებს გია ცეცხლაძე და მას მთავარ თაღლითს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა ჩემს მეგობრებს და საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ – ვტოვებ პარტია გახარია საქართველოსთვის და აღარ ვაპირებ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესებში. რაც შეეხება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებს, დასამალი არაფერი მაქვს.

მოკლედ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა. ყველას გვარწმუნებდა, რომ თითქოს მისი პროექტი “ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“.

დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა. კარგია ის, რომ გახარიას მიერ შეცდომაში შეყვანილმა ადამიანების უმრავლესობამ ეს უკვე გაიგო და მიხვდა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ნაცებტან ჩახუტება, მათი საქმის კეთება და ხალხის მოტყუებაა. განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ ადამიანიდან ვინც ჩემი ნდობით შევიდა შეცდომაში”- წერს გია ცეცხლაძე.

Post navigation

Previous: „მდიდარმა“, „გავლენიანმა“ და „აგენტურულმა“ ათიოდე NGO-მ სასწრაფოდ შეიცვალა პოზიცია და გააშანშალა წერილი
Next: ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.