Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სამივე დამნაშავე დაკავებულია! – რატი ბრეგაძე “ავერსი”-ს კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებზე ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 02/11/2023
რატი ბრეგაძე

“ავერსი”-ს კლინიკიდან, 1 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში:

“სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს.”- წერს რატი ბრეგაძე.

არსებული ინფორმაციით, სამივე პატიმარი 18 წელს მიუღწეველი პირია და ერთ-ერთ მათგანს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ბადრაგი, რომელიც პატიმრებს ახლდა.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ოპოზიციის 99% ბრიუსელში იმისთვის დადიოდა, რომ საქართველო „გაეშავებინა“ და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო
Next: ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.