პარლამენტის სხდომას არასდროს დავსწრებივარ, მაგრამ შორიდან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ დარბაზში მძიმე სუნი დგას…”- წერს კორპორატიულ წრეში აღიარებული მწერალი ლაშა ბუღაძე.
“ატმოსფერო კი არაა მხოლოდ ჩამხუთავი და დამთრგუნველი, არამედ სწორედ სუნია ისეთი, რომელიც შეიძლება მხოლოდ სადგომში იდგეს: ჩაგუბებული აქოთებულობის, სიმყრალის, რომელიც ქოც-კაცებს აუდით… სიმძაღის, რომელიც პირიდან ეფრქვევათ… აძმარებულობის და სუნამოების ნაზავად ქცეული ტკბილ-მჟავე ლპობის – რუსული პროვინციალური გლამურის აქაური ლექის, უნასკებო ფეხებზე ამოცმული ქოც-კაცების გამომზეურებული შიგნეულობის პრიალა ნაგვის სუნი… საქოთეთ-საქოცეთის…
რომელი განიავება ან დეზინფექცია უშველის ამ დარბაზს ამ მყრალი კაცების მერე…”– წერს ლაშა ბუღაძე.
