Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაუშვებელია, ენჯეოები აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს, ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული

მარშალ პრესი 31/10/2023
ირაკლი კობახიძე

დაუშვებელია, „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს და ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნული კომენტარით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც, მაგალითად, აქციაზე იქნებიან დაკავებული და რას ემსახურება ეს ნაბიჯი?“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პროექტიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირებას ემსახურება, რაზეც მმართველ პარტიას მკაცრი რეაგირება ექნება.

„ასეთი პროექტიც, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ეს არის ექსტრემიზმის პირდაპირი მხარდაჭერა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. დაუშვებელია, “ენჯეოები” აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს და ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული.“ – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაიწყო ისეთივე ორკესტრირებული შეტევა, რაც ამერიკულ კანონ FARA-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად გამოაცხადეს
Next: „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის, ვინც რუსეთს მხარი დაუჭირა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და „ქართული ოცნება“ არის ის, ვინც მხარი დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც მიემართა რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების კუთხით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.