Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

USAID-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 31/10/2023
მამუკა მდინარაძე

ოდესაც, ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება თუ ადამიანი, ეუბნება პოტენციური დამნაშავეს ან სამართალდამრღვევს, რომ შენ თუ რამეს ჩაიდენ და ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ავიღებ ჩემს თავზე, ეს იქნება ფინანსური თუ სხვა – ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი და არა ირიბი მცდელობა, ამას აკეთებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ USAID-ის ადგილობრივ წარმომადგენლებს, ცენტრალური ოფისიდან არ აქვთ მითითება საქართველოში რევოლუციური პროცესების დაფინანსების შესახებ.

„სასჯელის, გარკვეული სახდელის, ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე თუ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და დანაშაულზე, იმიტომ, რომ დაეკისრება გარკვეული სანქცია, ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში კი, ჯარიმის გადახდა, კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, კიდევ არ ვიცით, ვისი ფულია ზუსტად, ხან USAID –ს დააბრალეს. USAID-შიც ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ჩანს და იკვეთება ამის ბევრი ნიშანი, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ, იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ ისეთი მითითებები, რომ აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ – კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა.

თუ ჩვენი რომელიმე თანამემამულე, ქართველი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადამხდელის, ევროპელი გადამხდელის, ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობაში, ქაოსში, ძალადობაში და ა.შ. – ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური ქმედება რასაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნებით ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამოავლინა 10 ათასზე მეტი თავდასხმა მსოფლიოში ახალი მავნე სკრიპტების გამოყენებით
Next: იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან ურთიერთობა ისე წარიმართება, როგორც ეს პარტნიორებს შეეფერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.