იციან მელია დამნაშავეა, ამიტომ ხელმომწერ მხარეებს გვთხოვენ ამინისტიის აქტის გამოცემას – არ მართლდება მელიას ნელსონობა – უშიშარი ოპოლიდერი

546
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ქართული ოცნების დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

” რა არის გირაო?

 

ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს, ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის/განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში მისი დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე ! ! !
გირაო პირდაპირი აღიარებაა დამნაშავედ, რომ ნიკა მელიაა! ევროკავშირის ერთ-ერთმა ფონდმა ჯერ ენჯეოშნიკებს გადურიცხა ფული და მერე ამ ენჯეოშნიკების მიერ მოხდა გირაოს გადახდა!
ნიკა მელია ვინმეს რომ უდანაშაულოდ ეცნო, მითუმეტეს ევროკავშირს, შარლ მიშელის დოკუმენტში, შეთანხმება ამინისტიის შესახებ, შეტანილი არ იქნებოდა! იციან მელია დამნაშავეა, ამიტომ ხელმომწერ მხარეებს გვთხოვენ ამინისტიის აქტის გამოცემას!!!

რას ნიშნავს ამინისტია?👇🏻
ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი. საერთო ამნისტია ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული!!!
დ ა ნ ა შ ა უ ლ ი 
არ მართლდება მელიას ნელსონობა
უშიშარი ოპოლიდერი” – წერს სამხარაძე.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება