IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის პოლიტიკური რისკი არ არსებობს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმას „ქართული ოცნების“ მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

„იმედია, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამას შესაბამისი პასუხისმგებლობით შეხვდებიან. გიორგი რურუას განცხადებას მაშველ რგოლს დავარქმევდი, რომელიც ერთხელ უკვე მიაწოდა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს. „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური ჩიხი თავად შექმნეს და გამოსავალი ისევ რურუას სთხოვეს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. თუ ეს დადგმული სპექტაკლია და ეს პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რაზეც დიპლომატების სწორი მოწოდება იყო, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან პასუხისმგებლობა არის ყველგან და ყოველთვის. თუ ვაჟკაცობა ამ ეტაპზე ეყოთ, ესეც კარგია“, – განაცხდა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი რურუამ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება