Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორი გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, პრეზიდენტის ფიგურა ბევრს არაფერს შეიტანს იმ გაერთიანებაში – რამაზ საყვარელიძე

მარშალ პრესი 30/10/2023
რამაზ საყვარელიძე

როგორი გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, თვითონ სალომეს ფიგურა ბევრს არაფერს შეიტანს იმ გაერთიანებაში. რეიტინგი მასაც არ აქვს. დანარჩენი სავარაუდო მოქმედი პირებიც რეიტინგულები არ არიან, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კითხვას სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ.

როგორც საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ზოგადად, ოპოზიცია პრეზიდენტის მიმართ მაინც კრიტიკულად არის განწყობილი.

„გახსოვთ ფრაზები: „რაც არ უნდა ქნას, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებს, არ ვენდობით“. ანუ, არნდობისკენ უფრო არიან მიდრეკილები, ვიდრე იმისკენ, რომ იბრძოლონ ერთად. ისინი ბრძოლაში ერთად არ წავლენ, გაწირავენ ერთმანეთს“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს თითქმის არ აქვს შანსი პოლიტიკური კარიერა საქართველოში გააგრძელოს. „სწორედ ამიტომ, ის ცდილობს ბოლო პერიოდში იყოს უფრო მომხიბვლელი დასავლეთის თვალში“, – ამბობს საყვარელიძე.

Post navigation

Previous: ბრავო ირაკლი ღარიბაშვილი – ბაკურ ბაკურაძე
Next: მორიგი სიყალბე – როგორ შეთხზა “ტვ პირველმა” ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სანქცირების ამბავი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.