IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიშს აშშ-ის ელჩი საქართველოში გამოეხმაურა. კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონი თბილისთან თანამშრომლობით მოხარულია ამაყობს და ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს გახლავთ ყოველწლიური ანგარიში,რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. რა თქმა უნდა ის ასახავს იმ ახლო თანამშრომლობას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ. ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი წელია ამ
მიმართულებით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ტერორიზმის საფრთხე მნიშვნელოვანი გამოწვევა არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოსთან ასეთი თანამშრომლობა შედგა და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში 24 ივნისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება