დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N132-სა და მირცხულავას ქუჩის N1-ის ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, იცვლება დაზიანებული წყალარინებისა და წყლის მილები, ასევე, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე პროექტებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
