Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დედაქალაქში არსებული შადრევნები ჩაირთო

მარშალ პრესი 01/05/2022
შადრევნები

დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო. ყველა შადრევანი ყოველი წლის პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა.

გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თბილისში არსებული 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს, ხოლო შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

Post navigation

Previous: პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი
Next: თამთა მეგრელიშვილი ოქრუაშვილს: მაინც პოლიტსანაგვეზე მოგიქნიეს, აღარ გამოდის შენგან პოლიტიკოსი და იმიტომ, უკრაინის ომშიც სელფის ჯოხის ქნევის მეტი არაფერი გიკეთებია, არც გმირი დადგება შენგან და იმიტომ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.