Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანა წინ მიიწევს და ეს პოზიტიური სვლა ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან დაგვეხმარება

მარშალ პრესი 26/10/2023
მამუკა მდინარაძე

კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში გაუმჯობესებულია კანონის უზენაესობის, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა ინდექსები.

„თუ დააკვირდებით, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და მსგავსი ინდექსები, ყველა პოზიტიურად არის შეცვლილი, ანუ ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესებულია ყველა კრიტერიუმი. სადაც კი ობიექტური ორგანიზაცია ჩაერთვება ხოლმე, კრიტერიუმები დღითიდღე უმჯობესდება. კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ პერმანენტულად, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია, მათ შორის რაც უკვე შესრულებული დახვდა 12 რეკომენდაციას და მის ევროპულ დავალებას და რაც იმის შემდეგ დაემატა. ყველაფერი ეს აისახება ყველა კვლევაში და ეს მხოლოდ უნდა აბედნიერებდეს ყველა პოლიტიკოსს. ზოგს სწყინს, ზოგს უხარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა წინ მიიწევს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს პერმანენტული პოზიტიური სვლა ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი – დიმიტრი ხუნდაძე
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.