Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) ამზადებს რიგ განცხადებებს უკრაინიდან “ჰამასი”-ს მისამართით შეიარაღების მიწოდების თაობაზე

მარშალ პრესი 26/10/2023
დავით ქართველიშვილი

„დღეს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ასევე უარი უთხრა ვიზიტზე რუსლან სტეფანჩუკს (რადას სპიკერი) და დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტისაგან ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალური წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა ჩაეტანათ“,– ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ისრაელმა ახალი ფაქტები მოიპოვა:

“ჰამას”-ის განკარგულებაში აღმოჩნდა სარაკეტო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც თავის დროზე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოდან კიმ ჩენ ინს ჯერ კიდევ იური ნალივაიჩენკომ გადასცა. „ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) ამზადებს რიგ განცხადებებს უკრაინიდან “ჰამასი”-ს მისამართით შეიარაღების მიწოდების თაობაზე.

საუბარი მიდის მსხვილ პარტიებზე, რომლებიც ბრიტანელი შუამავლების მეშვეობით გადამისამართებული იყო ალბანეთიდან და ბულგარეთიდან ლიბიის საზღვაო ნავსადგურებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხაზით. “მოსსადმა” და “შაბაქმა” (დაზვერვა) უკვე დაუდასტურეს ქნესეთს აღნიშნული ინფორმაცია. სწორედ ამით არის განპირობებული ისრაელის უარი ქვეყანაში პრეზიდენტ ზელენსკის ჩამოსვლაზე, რომელიც ცდილობს ადგილზე ჩაახშოს მომავალი საერთაშორისო სკანდალი.

დღეს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ასევე უარი უთხრა ვიზიტზე რუსლან სტეფანჩუკს (რადას სპიკერი) და დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტისაგან ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალური წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა ჩაეტანათ. მაგრამ აღარაფერს არა აქვს აზრი – ისრაელმა დღეს ახალი ფაქტები მოიპოვა: “ჰამას”-ის განკარგულებაში აღმოჩნდა სარაკეტო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც თავის დროზე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმო “Южмаш”-იდან კიმ ჩენ ინს ჯერ კიდევ იური ნალივაიჩენკომ გადასცა (უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ექს-შეფი). ასე რომ, ზელენსკის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი კიდევ უფრო სასტიკ ელფერს იძენს…“, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი აფეთქების ზღვარზეა, რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ განელებულა, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობის კუნძულს რეგიონში
Next: სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი – დიმიტრი ხუნდაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.