Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 26/10/2023
ირაკლი კობახიძე

ელჩმა დაადასტურა ის რომ, პირველი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე: ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ გაკეთებულ პოზიტიურ განცხადებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის თითოეული დეტალი შეთანხმებული იყო ევროკომისიის სტრუქტურებთან, მაგრამ ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის მიერ „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობის დადებითად შეფასებამ, მათ ცივი წყალი გადაასხა.

„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, იმისათვის რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა. ასეთ დროს რა თქმა უნდა გვესმის რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როცა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება, ევროკავშირის ელჩის მხრიდან არის აბსოლუტურად გაუმართლებელი.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას
Next: მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი აფეთქების ზღვარზეა, რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ განელებულა, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობის კუნძულს რეგიონში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.