IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს გურიის, როგორც „მწვანე რეგიონის“ პერსპექტივების განხილვა, პანდემიის პირობებში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. „ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საერთო მიზნების განხორციელებას. ვისაუბრეთ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებს ემსახურება. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი და ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით რეგიონში შედეგზე ორიენტირებული პროექტები განხორციელდება, “ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE