Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი სავანელის კინოკომპანიამ ბიუჯეტიდან 77 000 ლარი მიიღო – „რეგიონებში დადიოდა და მერებს ეხვეწებოდა ფული ჩამირიცხეთო“

მარშალ პრესი 25/10/2023
გიორგი-სავანელი

ოპოზიციურად განწყობილი რეჟისორის, გიორგი სავანელის ოჯახის მიერ დაფუძნებულმა კინოკომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 77 000 ათასი ლარის დაკვეთა მიიღო. ინფორმაცია ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა გამოაქვეყნა.

მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი ბოლო წლებში მწვავე ოპოზიციური განცხადებებით გამოდის. მას შემდეგ რაც იგი 23 ოქტომბერს სუსში დაიბარეს და გადატრიალების მომზადების თემაზე დაკითხეს, ის ღიად აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ეს პრორუსი ხელისუფლება არჩევნების გზით გაისტუმროს. ის ამბობს, რომ ვერ შეაშინებენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

ამ განცხადებების პარალელურად მას უარი არ უთქვამს ბიუჯეტიდან მიიღოს როგორც ხელფასი, ისე საბიუჯეტო დაკვეთები. გასულ წლებში ის რეგიონებში დადიოდა და რაიონ-რაიონ, მუნიციპალიტეტების მერებს ეხვეწებოდა, „ფული ჩამირიცხეთ და თქვენი მუნიციპალიტეტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადავიღებო“.

როგორც ირკვევა, გიორგი სავანელმა 39 მუნიციპალიტეტი დაითანხმა ამ წინადადებაზე და მას საბოლოო ჯამში მერიებიდან 77 000 ლარი ჩაურიცხეს. მისმა კინოკომპანიამ შპს შემოქმედებითი გაერთიანება კადრი XXI მოამზადა ფილმები სახელწოდებით, „არის ასეთი ქვეყანა“. ამ ფილმებში წამყვანად თავად გიორგი სავანელი გვევლინება. ფილმებში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის გარდა მასალის მომზადებაში მათ ტურიზმის ეროვნული სააგენტოც დაეხმარათ.

ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეკვეთა და შესაბამისი თანხა სავანელის კომპანიამ უკვე მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში ღიად იძებნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე დევს ეს მონაცემებიც და თითოეულ მუნიციპალიტეტთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებებიცაა ატვირთული. იქვე ჩანს, რომ თითოეულ ფილმში მათ 2 000 ლარი მიიღეს.

Post navigation

Previous: ხოშტარია და ჯაფარიძე არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული ე.წ. პოლიტიკოსები – ირაკლი კობახიძე
Next: ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით ველოდებით, რომ დეკემბერში ევროკავშირი მოგვცემს სტატუსს. ახლა ოპოზიციის მცდელობა მიმართულია იქითკენ, როგორმე სტატუსის მონიჭება დააბრალონ პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.