Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცუდია, რომ სემინარებს რევოლუციაზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ

მარშალ პრესი 24/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

„იქ, სადაც პირდაპირ არის დაანონსებული პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში, ბუნებრივია, ამ სემინარზე სიყვარულის ახსნას არავინ ასწავლის“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე კომენტირებისას, რომლის სახელია – „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მათი დამფინანსებლების ერთადერთი გეგმა რევოლუციაა.

„აქ იქნება საუბარი რევოლუციაზე, ძალადობაზე, რაც ამ სემინარების შინაარსებშივე წერია.

რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება ბაკურიანის, „კანვასის“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, სერგი კაპანაძის და ა.შ. სემინარებისა, რომლებიც რევოლუციაზე მოწოდებებს შეიცავს. ეს ხალხი დილით ადრე რომ დგება, ერთმანეთს ასე მიმართავს: „რევოლუცია მოდის? მოვა, აბა, რას იზამს“. ეს არის მათი შინაარსი. ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობა კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მხრიდან
Next: აშშ-ის მთავრობაში შიშობენ, რომ ერთდროულად რამდენიმე წერტილში მიმდინარე ომები შესაძლოა უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს – გამოცემა “AXIOS”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.