Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მილიონობით რუბლს რომ იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება

მარშალ პრესი 24/10/2023
მამუკა მდინარაძე

გამოწვევაა რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ამ ქვეყანას ოკუპირებული. რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევაა და არა მხოლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნის არჩევნებში შეიძლება შესაძლო ჩარევა იყოს რუსეთის და ჩვენთან ბუნებრივია ეს გამოწვევაა, ოღონდ ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ეს კიდე მეორე საკითხია. – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევის თაობაზე.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ანტირუსად იმ ოჯახის წარმომადგენელი გვევლინება, რომლის ოჯახიც მილიონობით ლარს იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ თემის გაშუქება მედიის მიერ არ ხდება.

„როცა რუბლები მიდის ვიღაცეების ჯიბეებში და საერთოდ არ იმჩნევთ, იქ რა ხდება ცოტა ღრმად უნდა შევიდეთ ამ საკითხებში. ლაკა ხოშტარიაზე ვლაპარაკობ. მილიონობით რუბლს იღებს და საერთოდ ჩემი ეს ინტერვიუ დიდი შანსია, რომ თქვენს ეთერებში საერთოდ არ მოხვდეს, იმიტომ რომ ამას ბლოკავთ ხოლმე, არ ეუბნებით საზოგადოებას. ალბათ ასჯერ მექნება იგივე სიტყვები ნათქვამი და ერთხელ ან ორჯერ შეიძლება იყოს გაშუქებული თქვენს მიერ. უმალავათ საზოგადოებას, რომ მილიონობით რუბლს რომ იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება ხოლმე. აი ასეთი სამმაგი, ათმაგი და ასმაგი სტანდარტის გამტარებლად გვევლინებიან ჩვენი ოპონენტები დღეს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

Post navigation

Previous: ესეც მორიგი შემაშფოთებელი აქტია, რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს რეაგირება – ირაკლი კობახიძე
Next: ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობა კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.