Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი, რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 23/10/2023
თალაკვაძე

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი – განაცხადა“ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ USAID-ის და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, გმირებად მათ წარმოსაჩენად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს. მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს, ეს კამპანია გრძელდება.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს.

ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით თანამშრომლობასთან ერთად ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ჩოხატაურში, გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა
Next: შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს – გიორგი ზერეკიძე ლაშა ბუღაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.