Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება

მარშალ პრესი 30/04/2022

მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი განმარტებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოსა და ქვეყნის თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის.

მისივე განცხადებით, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
Next: სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის, დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025