Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული რიტუალები აღარ შესრულდება – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 23/10/2023
ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი თანამდებობის პირია. ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად და ჩვენი მხრიდან მის მიმართ გარკვეული რიტუალები აღარ შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას უმრავლესობა მისთვის ფეხზე აღარ წამოდგება და ეს ეთიკის წესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი თანამდებობის პირია. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჭირდება იმ რიტუალების შესრულება, რომელსაც მანამდე ვასრულებდით. როგორიც არის, მაგალითად, ფეხზე წამოდგომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მისი შემოსვლის დროს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამაზე აისახება. ბუნებრივია, ეს არ არის ეთიკის წესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის იმ რიტუალის არ შესრულება, რომელიც სრულდებოდა სრულფასოვანი პრეზიდენტის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ჩვენი მხრიდან ასეთი რიტუალები აღარ შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: თეირანის სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში
Next: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ  ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.