საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

504
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.

„დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება