Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ უღირს 3 ან 5 ადამიანით პარლამენტში შესვლა, თუ არ შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება და არ ექნება გავლენები (ვიდეო)

მარშალ პრესი 21/10/2023
ნინო ბურჯანაძე

“დავაკვირდები პროცესს, რა თქმა უნდა, ვიქნები საქართველოში, მაგრამ რას ვიზამ და როგორ მოვიქცევი, ეს იქნება განპირობებული იმით,  როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები.”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც უპასუხა დიანა ტრაპაიძის კითხვას, თუ რას აპირებს და სად იქნება ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ის დააკვირდება პროცესებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ უღირს 3 ან 5 ადამიანით პარლამენტში შესვლა, თუ არ შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება და არ ექნება გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე.

“მარტო მე, რაც არ უნდა ვიმოქმედო და ბრძნული აზრები ვთქვა, ბუნებრივია, რეალობა ვერ შეიცვლება. თუ დავინახავ, რომ პოლიტიკური მხარეები წარმართავენ პროცესს ისე, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, მე ამაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ იმისთვის, რომ 1, 2 ან 5 კაცი შევიყვანო პარლამენტში, სიმართლე გითხრათ, ამისთვის არ მიღირს ბრძოლა იმიტომ, რომ მე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წამოვედი, რადგან აზრი არ ჰქონდა, გავლენა ვერ მექნებოდა, რაც სწორად მიმაჩნდა იმას ვერ გავაკეთებდი და ახლა, 4 და 5 კაცით პარლამენტში შესვლისთვის იმიტომ, რომ ასეთ სპექტაკლებში მივიღო მონაწილეობა, რასაც ბოლო 2 თვე ვხედავდი, ამისთვის თავის შეწუხება ნადმვილად არ მიღირს”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Post navigation

Previous: სოფო ჯაფარიძემ სოფლები ჭორვილა და მოძვი ევროკავშირში “შეიყვანა” და ესპანეთში გაემგზავრა
Next: უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია – სავარაუდოდ, ეს მინიმუმია, რაც უკრაინის ხელისუფლების მაროდიორებმა მოსტაცეს ჯარს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.