Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც და ამასთანავე, იქნება აღმოსავლეთის სახელმწიფოების მჭიდრო პარტნიორიც

მარშალ პრესი 20/10/2023
ხუნდაძე

“მაშინ, როდესაც თავად ამერიკა თანამშრომლობს მათთან, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისწრაფიან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და ეძებენ გზებს მასთან მისასვლელად, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა?” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის განვითარების ახალი პერსპექტივაა და ამავდროულად, არანაირად არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე.

“ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახალი პერსპექტივაა და ამ პერსპექტივას გამოყენება უნდა. ეს არის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და აქედან გამომდინარე, რეალურ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე გადის. რას მოგვცემს აღმოსავლეთის ახალ ლიდერ სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა და შეუშლის თუ არა ხელს ეს დასავლეთთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ევროკავშირში გაწევრიანებას? -არამც და არამც! ვინც ამას ამბობს, ის ხალხს ატყუებს და ისევ სხვის დაკვეთას ასრულებს. მერამდენედ უნდა ეცადონ, საქართველოს წაართვან განვითარების რეალური შანსი? თუმცა, დღეს სულ სხვა ვითარებაა და ამის მიღწევა მათთვის ძნელია.

უბედურება ის არის, რომ ვერ ხვდებიან, თუ როგორი ლუსტრაცია ხდება მათი. მსურს საზოგადოებას მივმართო, ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ახალ უძლიერეს სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა არის საქართველოსთვის მეტი წინსვლის, განვითარების, დასაქმების, განათლების და კიდევ ბევრი სხვა სიკეთეების მომტანი. მაშინ, როდესაც თავად ამერიკა თანამშრომლობს მათთან, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისწრაფიან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და ეძებენ გზებს მასთან მისასვლელად, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა? საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც და ამასთანავე, იქნება აღმოსავლეთის სახელმწიფოების მჭიდრო პარტნიორიც, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ სიძლიერეზე და რაც მთავარია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე გადის,” – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.