Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა

მარშალ პრესი 20/10/2023
არჩილ თალაკვაძე

წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც ევროპასთან მოძრაობა თავისუფალია – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. ერთადერთი დადებითი სალდო, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში. მიგრანტებთან დაკავშირებით საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გვაქვს კონკრეტული საქმიანი წინადადებები ჩვენს პარტნიორებთან და რამდენიმე ქვეყანასთან ეს თემა უკვე გასწორებულია.

„იგივე რეადმისიის მიმართულებაც, თავშესაფრის განხილვის საკითხიც და საპოლიციო თანამშრომლობაც, შეიძლება იგივე მოდელი გადავიღოთ სხვა ქვეყნებთანაც, ეს არა მხოლოდ ჩვენზე, მათზეც არის დამოკიდებული.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს თუ მიგრაციის ნაკადებს, ნებისმიერი ქვეყანა რომ აიღოთ, რომელსაც ევროკავშირმა მისცა ვიზალიბერალიზაცია, ყველა ქვეყანას თავიდან მაინც და ზოგიერთებს ახლაც აქვს მიგრაციის მაღალი სალდო, ანუ ხალხი ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან, დღესაც მიისწრაფვის ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ სხვათა შორის. ეს ხომ არ გგონიათ, რომ არ იციან იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ძალიან კარგად იციან. მე თქვენ დაგიტოვებთ ცხრილს, სადაც ჩანს მიგრაციის მაჩვენებლები ბოლო 20-21 წლის განმავლობაში, რამდენი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და რამდენი ბრუნდებოდა.

მინდა აქვე გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. მაგაზე მეტი არ არის ამ 21 წლის განმავლობაში, ერთადერთი დადებითი სალდო ამ ცხრილში, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში, მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი გვინდა რომ დაბრუნდეს და გვინდა, რომ ოჯახები, რომლებიც წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, დაბრუნდნენ, მაგას ვინ უარყოფს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი მთავარი ამბავი – წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც მოძრაობა ევროპასთან თავისუფალია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: მთელი წლის განმავლობაში დადიოდნენ ევრო დერეფნებში, ხალხს არწმუნებდნენ, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი – ამბობდნენ, რომ არჩევნებს წავაგებთ კიდევ უფრო სამარცხვინოდ, ვიდრე წინა არჩევნებში მოხდა
Next: ბოლო ორ თვეში მინიმუმ სამ საერთაშორისო შეფასებაში საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული, კომენტარი გინახავთ ოპოზიციის მხრიდან? ჩუმად არიან, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის მათ ბრალდებებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.