Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გინდათ ასეთი საქართველო? – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 19/10/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს, რწმენა და ეკლესია წაუბილწეს. გინდათ ასეთი საქართველო?“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, გლობალური ომის პარტიამ, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!

„უკრაინას ომი, ნგრევა და გაცამტვერება არ აკმარეს, სულიერადაც გაანადგურეს, რწმენა და ეკლესია წაუბილწეს.
გინდათ ასეთი საქართველო?

მე არა!!!

პრეზიდენტს ვეკითხები, ეს ზელენსკია გმირი და ჩვენი ლიდერები პატარა კაცები? არა უშავს, ისტორიას სულ ცოტა დრო უნდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
გმირია ის, ვინც საქართველო ომს, ნგრევას და განადგურებას გადაარჩინა! გმირია ის, ვინც საქართველოს ეკლესია გადაარჩინა!

გმირია ის, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სული გადაარჩინა! რამდენი მილიონიც არ უნდა ხარჯონ ცრუ პატრიოტებში საქართველოში, ისტორიას დარჩება მხოლოდ მათი სახელები, ვინც ქვეყანა გადაარჩინა!

ამიტომ ვარ ამაყი, რომ ვდგავარ იქ, სადაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება! მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი პირადი კეთილდღეობა და სიმშვიდე დავთმეთ ამ ბრძოლისთვის, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ!

ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ საქართველოს თავზე, სადაც წმინდა გიორგის დროშა ფრიალებს, ცისარტყელას დროშას არ ავაფრიალებინებთ!“ – წერს ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ზიზღისა და სიძულვილის ენა და უხამსობა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული, პირიქით, ამის წინააღმდეგ საჭიროა გარკვეული მექანიზმების არსებობა
Next: „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.