Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანაში მშვიდობისა და ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის

მარშალ პრესი 19/10/2023
ხუნდაძეე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში რყევის გამოსაწვევ ინსტრუმენტად მიაწოდეს, მთავრობამ კი ის შესაძლებლობად აქცია.

„საქართველო, დიდი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც კარგია. ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს და ეს სჭირდება თავად ევროკავშირსაც. ამისათვის რთული გზა გავიარეთ. იმაზე რთული, ვიდრე ეს გარედან ჩანს. დაჩქარებულად სტატუსი რყევის ინსტრუმენტად მოგვაწოდეს და ჩვენ ეს შესაძლებლობად ვაქციეთ. ამაში ომიც შემოგვთავაზეს და ჩვენ მშვიდობა გავამყარეთ. არც ცალ ფეხზე დავდექით და ღირსეულადაც მოვემზადეთ შემდგომი წინსვლისთვის. ვინც ამ პროცესებში კარგად არის ჩახედული, ის აუცილებლად დამეთანხმება, რომ ამაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის. მას, რომ „რევოლუციური კონვეიერი“ არ გადაეჭრა, საზოგადოებას მისივე საზიანო ამბოხს მოაწყობინებდნენ, რაც უკრაინაში „მაედნის“ სახით უკვე ვნახეთ. სიფრთხილე გრძელდება და საქმე ბოლომდეა მისაყვანი საზოგადოებასთან ერთად“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს პატივს სცემს, მაგრამ მათ პოზიციას არ იზიარებს
Next: „ხალხის ძალის“ ლიდერებმა ხმაურზე კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.