Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გადადექით, ქალბატონო სალომე და ვნახოთ, რისი თავი გაქვთ დიდი პარტიის მხარდაჭერის გარეშე – ირაკლი მეძმარიაშვილი

მარშალ პრესი 19/10/2023
ირაკლი მეძმარიაშვილი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და გადადგომისკენ მოუწოდებს. როგორც მეძმარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ვინც დღეს ზურაბიშვილს მხარს უჭერს, 2018 წელს ისინი ლანძღავდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტი მან “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ხმებით მოიპოვა.

“ქალბატონო სალომე, მე 2018 წელს თქვენი არჩევნების მეორე ტურის წინ დავწერე მხარდასაჭერი წერილი და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში, რასაც უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა, როგორც ჩვენი მხარდამჭერებისგან, ისე ოპონენტებისგან; მწერდნენ, რომ ბრმად ვუჭერდი მხარს ადამიანს, რომელსაც…. და არ მოვყვები კიდევ რასაც მწერდნენ.

რა თქმა უნდა, მათ ვუპასუხე როგორც საჭირო იყო, რამე თუ როგორც ახლა, ისე მაშინაც მე ოცნებას ვუჭერდი მხარს და აზრის შეცვლა არ მჩვევია, მაშინაც და ახლაც საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ვარ.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თქვენ, როგორც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა, რომელმაც შეიცვალეთ პოზიცია ოცნების მიმართ და დაარღვიეთ კონსტიტუცია, უნდა მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება – გადადგეთ და როგორც მაშინ, ბრჭყალებში „თავისუფალმა სალომემ იბრძოლოთ“ თქვენი სიმართლისთვის, რამეთუ დღეს, ვინც თქვენ მხარს გიჭერთ, იმ დროს ისინი ისე გლანძღავდნენ, რომ ნორმალურ ადამიანს პირიდან არ ამოუვა ის სიტყვები.

მე თქვენს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა. მორალის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ მოგიწოდებთ – გადადექით, ქალბატონო სალომე და ვნახოთ, რისი თავი გაქვთ დიდი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, რადგანაც თქვენ მაშინ აგირჩიათ ოცნების მხარდამჭერმა, პატივცემულმა ქართველმა ხალხმა.” – წერს ირაკლი მეძმარიაშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მთავარი იყო იმპიჩმენტის პროცედურა და არა შედეგი, რადგან მოხდა იმის ლუსტრაცია, რომ სალომე დღეს გლობალური ომის პარტიის აგენტურის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა
Next: ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს პატივს სცემს, მაგრამ მათ პოზიციას არ იზიარებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.