Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა ახალი ელჩის პირობებში, გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი

მარშალ პრესი 18/10/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა სერიოზულად გაღრმავდება ახალი ელჩის პირობებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონში“ განუცხადა, სადაც საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი მიღებას მართავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპტიმიზმის ყველანაირი საფუძველი არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

“დავესწარით ამერიკის ელჩის მიღებას, გვქონდა მოკლე საუბარი, შეხვედრა. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან.

გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ახალ ელჩთან შედგეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა
Next: ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით შთაბეჭდილების ქვეშ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.