Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 18/10/2023
მამუკა მდინარაძე

არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი – იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე და მეორე – არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი.

„პარადოქსი ის გახლავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არცერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი – იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე, ამისი არცერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუ არადა, შემახსენეთ და მეორე – არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. იმ საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა
Next: საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.