Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, დასკვნა მარტივია – ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა

მარშალ პრესი 18/10/2023
ანრი ოხანაშვილი

თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის, რატომ არ გამოიყენეთ? გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, ისევ თქვენი პირადი სახსრებით დააფინანსოთ ეს ვიზიტები? რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია? – ამ კითხვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თამჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია – ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა.

„ქალბატონი სალომე ალბათ თვალყურს ადევნებდა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს. ქალბატონო სალომე, თქვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანხების არგამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაინტერესებს და ჩვენ საზოგადოებასაც ვფიქრობ, აქვს ლეგიტიმური შეკითხვა – თქვენ, თქვენი წარმომადგენლები ამტკიცებდით და დღესაც ამტკიცებთ, რომ მოქმედებდით კონსტიტუციის შესაბამისად, თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციის ნორმებით ნებადართული და შესაბამისად, თქვენ გქონდათ ამისი ლეგიტიმაცია.
შეკითხვა – თქვენ თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენთვის ითვალისწინებს კონკრეტულ თანხებს კონსტიტუციური და ლეგიტიმური ნაბიჯებისთვის, უთხარით ჩვენს საზოგადოებას და იქნებ ჩვენც გვითხრათ, თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით და თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციასთან თანხვედრაში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის გამოსაყენებლად, რატომ არ გამოიყენეთ?

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია, რომ ესე იგი, ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა. და ასევე, გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, რომ ისევ თქვენი პირადი სახსრებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დააფინანსოთ ეს ვიზიტები?

და ბოლო შეკითხვა – განსხვავებულ აზრში ასეთი რამ დაწერა სამმა მოსამართლემ და პრაქტიკულად, თქვენი წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა, არ იყო მიმართული რელევანტური ქმედებისკენ, ანუ, ეს არ იყოო რელევანტური ქმედება, ეს იყო უბრალოდ ცერემონია. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ჩასვლა და საუბარი 12 პუნქტიან გეგმაზე იყო ცერემონია და ცერემონიის გამო უნდა მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ? ესეც რომ უთხრათ საზოგადოებას – რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ეს უკიდურესად ფარისევლური თავის ვითომ მართლება, ისევე როგორც მისი სხვა მდაბიო “არგუმენტები” მიუთითებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის საშინლად თვითდაზიანებულ ბუნებაზე
Next: სიტყვაც ისეთი იყო, რომ უფრო მეტად ალბათ გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს, ვიდრე კონკრეტულად საკითხის გარკვევაში მონაწილეობა და ამ კუთხით დისკუსიისთვის რაიმეს შემატება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.