Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო

მარშალ პრესი 17/10/2023
393451732_708523941330194_3505148846104333704_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალ სახლში საცხოვრებელი ფართი 90 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება – 11 მლნ ლარია.
კაპრეშუმის სოციალური სახლის მშენებლობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დაათვალიერეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში. ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი.
ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლით ჯამში 350 ოჯახი დაკმაყოფილდება.

Post navigation

Previous: მოწმენდილ ცაზე მეხი იყო „ნაცმოძრაობისთვის“, ევრორეკომენდაციის ეს პუნქტი დღეს სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ
Next: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ აგენტოკრატების ცალკეული წარმომადგენლისათვის კონსტიტუციაც არაფერს ნიშნავს და ქვეყნის სუვერენიტეტიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.