Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემ გარდა არც არავის ახსოვს, რომ ამ პარტიას 22 წელი შეუსრულდა, რამეთუ პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხოლო სექტას დაარსების თარიღი არ გააჩნია

მარშალ პრესი 17/10/2023
ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 19 ოქტმბერს მოეწყობა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სოფელ ჭორვილამდე.

ქართველიშვილის თქმით, პარტია, რომელსაც არსებობიდან 22 წელი შეუსრულდა, პრაქტიკულად სექტად არის გადაქცეული.

“მე არ მესმის ეს ქილიკი და ღლიცინი. 19 ოქტომბერს ამ პარტიას უსრულდება დაარსებიდან 22 წელი.

სხვათა შორის, ჩემ გარდა ეს თარიღი არც არავის ახსოვს, რამეთუ პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხოლო სექტას დაარსების თარიღი არ გააჩნია. მათ ცნობიერებაში ის მუდამ იყო, რამეთუ სახელმწიფო ამ ქვეყანას სააკაშვილმა შეუქმნა. თუმცა 2001 წლის ოქტომბერში პარტია მაინც ჩამოყალიბდა და მისი სახელწოდებიდან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – პირველი რაც გაქრა, იყო “ნაციონალური” და ტრანსფორმირდა “ნაცისტურში”.

შემდეგი “გაჩერების” მსხვერპლი გახდა “ერთიანი” – აბა რომელ “ერთობაზეა” საუბარი: უამრავ ნამსხვრევებად იქცა და ეს მსხვრევის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ 22 წელიწადში მათ დარჩათ მხოლოდ “მოძრაობა” და აღარც იმოძრაონ? “ფრიმიშას” სექტის მომლოცველთა ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს საქართველოში მოძრაობის უფლება. “ჰარემიშა, ჰარემიშა, მიშა, მიშა, ჰარეჰარე”. ჯერჯერობით სამწუხაროდ ასეა…” – წერს ქართველიშვილი.

ამ თემაზე:

სოფო ჯაფარიძე და მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სოფელში აპირებენ ჩასვლას (ვიდეო)

Post navigation

Previous: სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს, საჭირო სამედიცინო მომსახურეობას და ტრანსპორტირებას პაციენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
Next: მოწმენდილ ცაზე მეხი იყო „ნაცმოძრაობისთვის“, ევრორეკომენდაციის ეს პუნქტი დღეს სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.