Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას

მარშალ პრესი 17/10/2023
მამუკა მდინარაძე

„მანამ, სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალები, არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ იმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სერიოზულად განიხილება თუ არა ის საკითხი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მომდევნო რამდენიმე წელიწადი, მართლაც შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას და არ დავაღუპვინებთ ამ ქვეყანას“.

„როგორც კი ჯანსაღი ძალები, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელზეც ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ დავალებებით კი არ მოქმედებენ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმ წუთას შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ოპოზიციაში. ჩემი აზრით ერთ წელიწადშიც ძალიან რთულია, რომ მოხდეს. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის ახალი ესკალაციის სერიოზული საფრთხე და ამ მოცემულობაში ჩვენ , როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მშვიდობა და სტაბილურობა შევუნარჩუნოთ
Next: წამოსცდებათ თუ არა, რომ კოალიცია შედგა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გვაძლევს საშუალებას იმ უტიფრობაზე ვილაპარაკოთ, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, ვითომ „შუაშისტურ“ აზრებს ავითარებენ ხოლმე, ამ დროს, მათთან ერთად არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.