Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე

მარშალ პრესი 17/10/2023
ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა მან გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთხრა, უფრო ძლიერი სურათისთვის მე მარტო დავრჩები აქ და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარწინკას“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია.

„სალომე ზურაბიშვილი დავიდა „ნაცმოძრაობამდე“. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ, სამარცხვინო ქმედებაა. მოვუწოდებ მას, თავს ნუ ისაწყლებს მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარებით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად არის თითქმის ნულის ტოლი, მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს.

ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება? გამოდის, რომ ან ატყუებდნენ 2 მილიონ ამომრჩეველს თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია და „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვითომ ევროპული გზისკენ, სინამდვილეში კი ანტიევროპული გზისკენ მიმავალი ოპოზიცია ახალი ლიდერით – სალომე ზურაბიშვილით ხალხს ვერ მოატყუებენ
Next: მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.