Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ჯერ მხოლოდ 70%-ია დათვლილი. საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო

მარშალ პრესი 16/10/2023
მამუკა მდინარაძე

საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს – ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია. მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო.

„ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად, 30% კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 % -ის დათვლას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
Next: მათ აქვთ იურიდიული განათლება და თუ დავალებაა, როგორც გვარამიას პოსტში გამოჩნდა, უჭირთ იმის შესრულება, რომ დაწერონ, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.