Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

„მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებებს, სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხალხი დიდი ხანია ითხოვს”

მარშალ პრესი 16/10/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ვინც იცის, თუ რა განსხვავებაა სიტყვის თავისუფლებასა და იმ აღვირახსნილ ქმედებას შორის, რაც საქართველოში ხდება, მისთვის არ არის საჭირო ახსნა-განმარტება, თუ რისთვის არის საჭირო ეს კანონი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ის აცხადებს, რომ სიძულვილის ენა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, რასაც ქართულ მედიაში ხშირად ვხვდებით, „სიტყვის თავისუფლებას” არის ამოფარებული.

„ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე ხვდება, რომ დღეს ქართულ მედიაში არსებულ სიძულვილის ენას, ცილისწამებას, დეზინფორმაციასა და კიდევ ბევრ სხვას, რაც „სიტყვის თავისუფლებას” არის ამოფარებული, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.

თუ გვსურს ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა გავიზიაროთ მათი სტანდარტები. კონკრეტული კანონპროექტიც მხოლოდ ამ სტანდარტს მიჰყვება. მჯერა, რომ ამ კანონპროექტს მიესალმება არა მხოლოდ მედიის და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, არამედ, მთლიანად საზოგადოება, რომელიც დაიღალა ყოველდღე ტელევიზიებით თუ სხვა მედია-საშუალებებით გადმოფრქვეული ამდენი სიძულვილით და ერთმანეთის შეურაცხყოფით. ხალხი დიდი ხანია ამ კანონს ითხოვს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ეს ცვლილებები დაგვიანებულიც კია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში – ჰადას მეიცადს შეხვდა
Next: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.