ხულოს მუნიციპალიტეტში ლიტერატურული კონკურს ,,პეგასი 2023“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.კონკურსის მონაწილეები გამარჯვებული ახალგაზრდები, ხუთ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით და ფულადი ჯილდოთი.
პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედებითი ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.
ფინალისტებისთვის გამოიცემა ბროშურა ,,პეგასი 2023″ საჩუქრად, რომელშიც შევა ფინალური ტურის მონაწილეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული კონკურს ,,პეგასის“ აქტიური მხარდამჭერია მისი დაარსების წლიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
