Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო

მარშალ პრესი 13/10/2023
40

თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფაროსანას ისევ ებრძვიან აჭარაში. მავნებლის საწინააღმდეგო, შეწამვლითი ღონისძიებები დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო. 50-ი სპეციალური მანქანის მობილიზება მოხდა მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საიდანაც სპეცტექნიკა უკვე 64 სოფელში გადანაწილდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიების დაწამლვა სპეციალისტების ინფორმაციით წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ფაროსანას რეგიონში უკვე წლებია ებრძვიან, იგი დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურას, ხელვაჩაური კი ერთ-ერთი წამყვანია ციტრუსისა და თხილის წარმოებით.

მავნებელთა ბრძოლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელვაჩაურის მერი. ფაროსანასთან ბრძოლა აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს. შეწამვლითი ღონისძიებები ხვალიდან მაღალმთიან აჭარაში დაიწყება.

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს “ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია იმყოფება
Next: ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.