IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ადამიანის უფლებათა კომიტეტზე შემოსვლის თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა“, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახალდო დამცველისგან დაინტერესდა, არის თუ არა სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ არ იცის ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს.

„ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა. მე მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად“, – მიმართა სოფო კილაძემ სალომე სამადაშვილს.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო კილაძეს არაკომპეტენტური უწოდა და რეგლამენტის წაკითხვა ურჩია.

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშს წარადგენს. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება