Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 13/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობაში“ ჯერჯერობით დაუდგენელია ფორმალური მმართველი ვინ არის.

„როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს. ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შეინარჩუნა ფორმალური მმართველობა, თუმცა ამ დროს ვაშაძემაც თქვა, ყველაზე მეტი მე მოხვდა პარლამენტშიო და მე რა შემრჩება „ნაცმოძრაობაშიო“? მას უთხრეს, რომ ერთ-ერთი მიმართულების ლიდერი იქნებოდა.

ამ დროს არანაკლებ დარბის მელია. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ მასაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. როგორც ჩანს, ის ცალკე განშტოება იქნება ამ სექტის, ასევე, დეკანოიძე.

ბევრი მიმართულება აქვთ იმ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაშიც კი. მანდაც ვერ თანხმდებიან – აქ სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია, თუ კვიპროსზე განცხრომაში მყოფი კეზერაშვილი, ჯერჯერობით დაუდგენელია „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკონომიკური კრიტერიუმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური კრიტერიუმები. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალიან მტკიცე ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით
Next: ამ ადუღებულ მსოფლიოში საქართველოს გადარჩენა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესების ჩვენს ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.