Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ მინისტრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის – ორბანი

მარშალ პრესი 12/10/2023
ორბანი- ღარიბაშვილი

მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ მინისტრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის, არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და მე ვთვლი რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ასევე მოვახსენო საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ – ფისკალურ ინდუსტრიაში, ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან საავიაციო კომპანიებთან რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვის პროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ თქვენს კომპანიებს, ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ ისწავლონ უნგრეთში ეს ჩვენთვის დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში ესენი იქნებიან, ნამდვილი ჭეშმარიტი ელჩები ორი ხალხის მეგობრობისა და ბოლოს მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ მინისტრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის, არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და მე ვთვლი რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი განწირულია წარუმატებლობისთვის, დაცვა ქრისტიანული ტრადიციების გახლავთ წინაპირობა ევროპული კონკურენტიანობისთვის და ჩვენ მივესალმებით თუ ქვეყნები გადაწყვეტენ და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომლებიც დგანან ამ მემკვიდრეობაზე, ეს რომ იწვევდეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებსა და დებატებს ევროკავშირში ქალბატონებო და ბატონებო ჩვენ მოვედით კარგი განზრახვით გვინდა შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და უახლოეს მომავალში გვინდა დავინახოთ, რომ ორი კავშირი, ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთი და იგივე პოლიტიკურ კავშირს – ევროკავშირს და ღმერთმა დალოცოს საქართველო, გილოცავთ და გისურვებთ ფანტასტიურ შედეგებს ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმარ მასპინძლობისთვის ბატონო პრემიერო“, – განაცხადა ორბანმა.

Post navigation

Previous: 2008 წლის შემდეგ ამერიკამ რუსეთთან დაიწყო დათბობის პოლიტიკა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში მოკალათებულმა აგენტურამ გახსნა საზღვრები, დაიწყო ტურისტების მიღება, ვიზების გაუქმება, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება
Next: მე პირადად ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.